გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდის კლასტერი ფართოვდება. კოვიდ 19-ის ინფექცია მედდასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს, მის რძალს დაუდასტურდა. ინფიცირებულია სოფელ თერგვისის მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ვირუსისთვის დამხასიათებელი ნიშნები ორი დღის წინ გამოუვლინდა და ახლა საავადმყოფოშია მოთავსებული.
ინფიცირების ახალ შემთხვევას შიდა ქართლის ხელისუფლება ორი დღის განმავლობაში მალავდა, თუმცა დეტალების გარკვევა "მთავარმა" შეძლო.
ცნობილია, რომ 30 წლის ქალი ოჯახთან ერთად ორი კვირის განმავლობაში იზოლირებული იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ეპიდემიოლოგებმა იმუშვეს და სინჯები მათაც აუღეს, თუმცა მოსახლეობა შეშინებულია.
ინფიცირებული მედდის კლასტერს ამ დროისათვის შვიდი შემთხვევა უკავშირდება, მათ შორის ორი ბავშვია. ზოგადად კი შიდა ქართლის რეგიონში კოვიდ 19-ის ათი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.