"ატკატი" 200-ლარიანი დახმარებიდან - თაღლითობის გამო 3 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიების მიხედვით, პანდემიის პირობებში 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ბრალდებულებმა რამდენიმე პირი მოაბილიზეს და ყალბი დოკუმენტები გააფორმეს.

ისინი თაღლითურად 10 200 ლარს დაეუფლნენ.

"კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას", - წერია უწყების განცხადებაში.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით,  მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200 ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. "ატკატის" სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი