
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებულ ირაკლი ბებუას ოჯახის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დაკავებიდან 8 თვის შემდეგაც ბებუას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
ბებუას ოჯახმა საქართველოს შესაბამის უწყებებს დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, რათა ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ.
არასამთავრობო ორგანიზაციები "უფლებები საქართველო" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის საკითხის 29-40 ივნისს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილვა და ყველა დიპლომატიური პოლიტიკური ზომის მიღება ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებისთვის.
„უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აგრძელებენ ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისთვის ბრძოლას და მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომა ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაცემად", - წერია განცხადებაში.
ირაკლი ბებუა ოკუპირებული გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზური დროში დაწვის გამო დააკავეს. ბებუამ თქვა, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და "სურს ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა".
ირაკლი ბებუას დაკავების დღეს მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც დე ფაქტო პოლიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც თითქოსდა ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახვადა. დე ფაქტო ხელისუფლებამ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.