თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი 1-ლი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები განაახლებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი უქმდება.
"კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება",- წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
ამავე თემაზე: