ასტრაზენეკას მეორე დოზის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები | სად გაქრა ვაქცინა

გამოქვეყნდა:

დანაშაულად ქცეული დაუდევრობა. "ქართული ოცნება" კიდევ ერთ დრამატულ შეცდომას უშვებს. ხელისუფლებამ და ეპიდემიოლოგებმა დღეს უკვე საჯაროდ აღიარეს, რომ თვლა არ იციან. მეორე დოზით ასაცრელებისთვის ვაქცინა აღარ არის, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ დოზების რაოდენობა ვერ გათვალა. ან კიდევ უარესი - მეორე ვაქცინაციისთვის განკუთვნილი პრეპარატი სხვა მიზნით გამოიყენეს. 

მოქალაქეები სრულ გაურკვევლობაში არიან. ვაქცინაციაზე წასული ადამიანები ახლა არკვევენ, რომ მოატყუეს და წამლის მხოლოდ ნახევარი ერგოთ. ასაცრელად მისულ ასობით ადამიანს, უკვე ორი დღეა, მედიკოსები სახლებში აბრუნებენ დაპირებით, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანაში მეორე დოზა შემოვა. ჯანდაცვის ექსპერტები კი კვლავ სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ და ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი