
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლში ერთ-ერთი საწარმოში პირი საბუღალტრო მომსახურების გაწევსიას სისტემატიურად თანხას მის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირების ანგარიშებზე რიცხავდა. უწყების განცხადებით, მან 6 წლის მანძილზე 3 000 000 ლარზე მეტი მიითვისა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საწარმოსთვის საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას, სისტემატიურად ახორციელებდა საწარმოს ანგარიშიდან თანხის გადარიცხვას მისივე და მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც, 2014-2020 წლების პერიოდში მიითვისა საწარმოს კუთვნილი 3 000 000 ლარზე მეტი თანხა", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.