34 წლის ზაზა გახელაძის თითქმის ერთ წლიან ტყვეობას დღეს გახელაძის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები გააპროტესტებენ. ისინი რამდენიმე საათში კასპში, ქვემო ჭალაში შეიკრიბებიან და მსვლელობით ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლებენ.
დილიდან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა სოფელში, პოლიციის ერთი ეკიპაჟი გახელაძეების სახლთან დგას, სხვები კი გამყოფ ხაზთან.
"დღეს არის პირველი დაბადების დღე, როცა სახლში არ არის და არის ტყვეობაში. დღეს ისევ ჩვენი ძალიან დიდი თხოვნით და არა მარტო ჩვენი, ნათესავების, პატრიარქის თხოვნითაც, ჯერ ვერ მივაღწიეთ მამასთან იმ ფაქტს, რომ გადაიფქიროს იქითკენ გადასვლა, ისევ ის პოზიცია უჭირავს. ამას მე გავაკეთებო იძახის ისევ, ჩვენ მშვიდობიან აქცია ვაკეთებთ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადადგას ქმედეითი ნაბიჯები", - თქვა ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.
ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ პატრიარქის ჩართულობა და მისი წერილი მეტ შედეგს გამოიღებს, ვიდრე სხვა ვინმე.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება, დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ დაპირებების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ვერ შეძლო. ამავე თემაზე: