ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 179 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 164 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,8 მილიონზე მეტი.