
კიდევ ერთი პოლიტიკური პროცესი - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს კიდევ ერთხელ იკითხება "ინტერმედია პლიუსის" დამფუძნებელი და ამჟამად ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი.
ზუკა გუმბარიძის დაკითხვა უკვე მესამე დღეა გრძელდება, ამჯერად მას დაცვის მხარე დაუსვამს შეკითხვებს.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.