დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოსალოდნელია, რომ დელტა, ანუ ინდურმა შტამმა ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს. მისი განცხადებით, საქართველოში დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და 10%-დან 20%-მდე მერყეობს.
"დღეს დადასტურებულია, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენთან, ლუგარში დღეს 20 შემთხვევა დელტა შტამის [ინდური შტამის] ქვეყანაში. ყველა მათგანი იყო იმპორტირებული შემთხვევები. ჩვენ ვანგარიშობთ დაახლოებით, რომ დღეს დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და სადღაც 10%-დან 20%-მდე მერყეობს მისი ცირკულაცია.
მოგეხსენებათ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიდის განმავლობაში, თანდათან ეს მოხდეს აქაც ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავსირებით დასაცავია", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 861 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.