არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ - გამყრელიძე აუდიტზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ცენტრში აუდიტმა AstraZeneca-ს ვაქცინების დანაკლისზე მოკვლევა დაიწყო. როგორც გამყრელიძე განმარტავს, აუდიტი NCDC-ში ყოველწლიურად შედის, ხოლო საკითხთან დაკავშირებით, ისინი დღეს პირველად დილის 10:00 საათზე მივიდნენ.

გამყრელიძემ თქვა, რომ AstraZeneca-ს დანაკლისი არ ყოფილა, აუდიტმა კი შესაბამისი დოკუმენტი უკვე მოითხოვა და მას უკვე იკვლევენ.

"გიდასტურებთ ამას, სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას. დღესაც გახლდნენ ჩვენთან პირველად, ხოლო თვითონ აუდიტის სამსახური უკვე რამდენიმე თვეა ჩვენთან სხვადასხვა პროგრამებს სწავლობს, ეს არის ე.წ. ყოველწლიური შესწავლა, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ შიდა აუდიტი დღეს პირველად დილის 10:00 საათზე იყო ჩვენთან.

მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია და ნახავენ და თუ ნახეს რამე დანაკლისი მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ",- თქვა გამყრელიძემ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა AstraZeneca-ს ვაქცინის დოზები დაკარგა. ჯანდსაცის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განკარულებით,  აუდიტის სამსახურმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი