დაკარგული ვაქცინების კვალს აუდიტის სამსახური კლინიკებსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ეძებს. ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი მუშაობდა ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც.
დირექტორის თქმით, საავადმყოფოში ვაქცინა არ დაკარგულა აუდიტმა კი მხოლოდ გაფუჭებულ პრეპარატებს მიაკვლია, აცრების ნაწილი კი ჯანდაცვის სამინისტრომ შესამოწმებლად უკან გამოითხოვა.
შეფერხებულ ვაქცინაციაზე კლინიკის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აკისრებს.
ის რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინებს ეძებს არ უარყოფს ეკატერინე ტიკარაძეც, თუმცა, რატომ შეიქმნა ქვეყანაში ვაქცინის ტოტალური დეფიციტი, ამბობს რომ კოვაქსმა ვაქცინის შემოტანა დააგვიანა.
ამირან გამყრელიძე კი ამბობს რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ვერ ხედავს სხვას, ვინც შეძლებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მართვას.
ჯანდაცვის სპეციალისტები მიიჩნევენ რომ ორივე უწყების ხელმძღვანელმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
ჯანდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ხვალ დილამდე ელოდება, თუმცა უცნობია გაასაჯაროვებს თუ არა შედეგებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი