ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 418 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 36, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 180 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 165 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,9 მილიონზე მეტი.