"ვითხოვთ გამამტყუნებელ განაჩენს" - ვახო სანაიას პროცესი დასკვნით ეტაპზეა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიას პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდებულები - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი იკითხებიან.

პროცესი დასკვნით ეტაპზეა. სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. ვაჟა გიგაურმა, რომელმაც 4 თვის განმავლობაში დუმილის უფლებას იყენებდა დღეს დაადასტურა, რომ ჩხუბში ერთ-ერთი ფიგურანტი იყო. გიგაურმა თქვა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.

დანაშაულს არ აღიარებენ სახელაშვილი და საყევარაშვილიც. პროცესს ესწრება დაზარალებული ვახო სანაიაც. 

"არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, პირიქით, ყველა მტკიცებულება რაც არსებობს საქმეში, არის მათ წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვთ გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ამ ნაწილში მოსამართლემ უნდა მიიღოს ასევე გადაწყვეტილება", - თქვა ვახო სანაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი