ქუთაისში 65 წლის კაცმა 7 წლის ბავშვის გაუპატიურება სცადა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65  წლის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა წუხელ ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე ხმაური იყო, 65 წლის მამაკაცი კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

მომხდარის დეტალებზე ოჯახს და ადგილობრივებს საუბარი არ სურთ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი