წყლით და გარუჯვით კორონავირუსი არ გადაგედებათ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

წყლით და გარუჯვით კორონავირუსი არ გადაგედებათ – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

„კორონავირუსის გადადება წყალს არ უკავშირდება, წყლით ნამდვილად არ გადაგედებათ. არც გარუჯვით მზისგან არ მოვა. ჩვენი რეკომენდაციები ვებგვერდზეა და გთხოვთ, ნახოთ. 

კორონავირუსი მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალი სიცხე კიდევ სხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ სამი-ოთხი ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია პრევენციული საშუალებები გქონდეთ. დისტანცია იყოს დაცული“, – ამბობს გამყრელიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი