შოკისმომგვრელი დანაშაული და სოფლის შურისძიება - მოძალადე მამა-შვილის საცხოვრებელი სახლი ფერფლად არის ქცეული.
სამეგრელოს ერთ - ერთი სოფელის მოსახლეობამ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამაოგნებელი ისტორიის გასაჯაროების შმდეგ მიმართა.
როგორც ირკვევა 63 და 36 წლის მამაკაცები 8 წლის გოგონას წლების განმავლობაში სისტემატიურად აუპატიურებდნენ, დაშინებული ბავშვი კი იძულებული იყო გაჩუმებულიყო. გოგონა მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ამბის გახმაურების შემდეგ, ცნობილი გახდა კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტის შესახებ. როგოც ირკვევა, 8 წლის გოგონა არ არის ერთადერთი მსხვერპლი, კიდევ ერთი დაზარალებული 9 წლის არის, რომელზეც მამა-შვილმა სექსუალურად იძალადა.