ახალი ინფიცირებულებიდან ოთხის წყარო ცნობილია, ორის კვლევა გრძელდება - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 677-ს შეადგენს. ინფექიცური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ახალი პაციენტებიდან ოთხის ინფიცირების პირველწყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი ორის კონტაქტების მოძიება ჩაღრმავებული კვლევით მიმდინარეობს.

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, ახალი პაციენტები ინფექციურ კლინიკაში არ მიუღიათ და მათთან COVID 19-ის დიაგნოზით 27 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, რომელთა ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ.

ახალი ინფიცირებულებიდან ოთხის წყარო ცნობილია, საკარანტინე სივრციდან, არსებული წყაროებიდან არიან და ორი პაციენტის კვლევა გრძელდება. ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ შემოუყვანიათ, აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომ არც ერთი პაციენტის მდგომაროება განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა, - აცხადებს ეზუგბაია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 26-ით გაიზარდა და 419-ს შეადგენს. ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს. 

უკვე თვალსაჩინოა სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულებს შორის, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე.

COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 677
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 419
  • მათ შორის გარდაცვლილი - 12
  • კარანტინის რეჟიმში - 3822
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი