ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადჰენომ გებრეიესუსის განცხადებით, მაშინ, როდესაც მდიდარი ქვეყნები მოზარდებს ცრის, ღარიბ ქვეყნებს ვაქცინები არ აქვთ:
"მდიდარი ქვეყნები შეზღუდვებს ხსნიან და ახალგაზრდებს ცრიან, რომლებიც არც ისე დიდი რისკის ქვეშ არიან, მაშინ როცა ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის დოზების საშინელი დეფიციტია ჩვენი გლობალური საზოგადოება მარცხდება. არსებობს მიწოდების პრობლემა, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები", - თქვა მან.