"ამას კრიტიკა აღარ ჰქვია, ეს არის ლანძღვა" - ლევან მურუსიძე 

გამოქვეყნდა:

სასამართლო კორპუსი ძალიან არის შეწუხებული იმ უსაფუძვლო და უსამართლო თავდასხმებისგან, რომელიც ხორციელდება ზოგადად სასამართლო სისტემების მიმართ - ამ განცხადებას აკეთებს მოსამართლე ლევან მურუსიძე მოსამართლეთა საგანგებო შეკრების წინ. 

მურუსიძის მტკიცებით, "ვერავინ ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე", რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების წარდგენით კანონი დაარღვია. 

ამას კრიტიკა აღარ ჰქვია ეს არის პირდაპირ ლანძღვა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სასამართლო არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, მოქმედებს კანონის თანახმად. ვერავინ ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ როდესაც წარადგინა მოსამართლეები, დაარღვია კანონი",- ამბობს ლევან მურუსიძე

მოსამართლეთა კორპუსის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი შენგელიას გზავნილია, რომ შეწყდეს დისკრედიტაცია სასამართლო სისტემის მიმართ.

"ნუთუ რაიმე ერთი კარგი რამ არ გაკეთებულა სასამართლო სისტემაში, რომ ვინმე გამოვიდეს და თქვას- სასამართლოს სისტემაში ეს გაკეთდა",- ამბობს შენგელია.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების საგანგებო შეხვედრა უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, მოსამართლეები, პარტნიორი ქვეყნების ელჩების მოწოდებებზე - შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, საპასუხო განცხადებას გაავრცელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი