ურთიერთშელაპარაკების ნიადაზე, ბაგებში ერთი პირი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს საბაგიროს დაცვის თანამშრომლეს დაესხნენ და ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს.

კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი