ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 181 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 166 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,9 მილიონზე მეტი.