ავარია წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გაზაზე - დაშავებულია 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

"ფორდის" ტიპის სამგზავრო ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და "ნისანის" მარკის ავტომობილს დაეჯახა. 

შეჯახების შედეგად დაშავებული ორი ადამიანი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის  მდგომარეობა სტაბილურია. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავარიის გამომწვევ მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი