COVID 19-ის ახალი სამიზნე - დელტა შტამი ბავშვებისა და მოზარდებისთვის განსაკუთრებულად სარისკოა

გამოქვეყნდა:

ინდური, იგივე დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება აქამდე არსებულ კლასიკურ, ბრიტანულ, ბრაზილიურ თუ სამხრეთ-აფრიკულ შტამებთან შედარებით. ბავშვებსა და მოზარდებშიც, დაავადებაც შედარებით რთულად მიმდინარეობს. 

ვაქცინაციის დაბალი ტემპის გარდა საფრთხეს ის ფაქტიც ქმნის, რომ ჩინური პრეპარატები ყველაზე ნაკლებ ეფექტურია ინდურ შტამთან მიმართებით. 

მოსაზრებას რომ ჩინური სინოფარმი და სინოვაკი ნაკლებეფექტურია, არ იზიარებს ჯანდაცვის მინისტრი.

ევროპული ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების ოფიციალური მონაცემებით, ინდური შტამის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია ამერიკულ-გერმანული ,,ფაიზერი'' - შედეგი 88%; მეორე ადგილზეა ბრიტანულ-შვედური ,,ასტრაზენეკა'' -60%.

არც ერთი ეს ვაქცინა ამჯერად საქართველოში არ არის, მოსახლეობამ არც ის იცის, როდის ან შემოიტანს თუ  ხელისუფლება საერთოდ ამ ვაქცინებს. ინდური შტამის გავრცელების ფონზე საქართველო ჩინური ვაქცინების იმედად რჩება, რომელიც თავად ჩინელი სპეციალისტების შეფასებით ნაკლებად ეფექტურია დელტა შტამთან.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი