ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 678 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა - 41, იმერეთი - 122, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 29, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 182 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 166 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,9 მილიონზე მეტი.