"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ სუს-ის მიერ გამოძიებულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის მიხედვით, რომ სუს-ი საპოლიციო ფუნქციებს ითავსებს. შესაბამისად, არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო რესურსი.
DRI წერს, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებულ საქმეთა უმრავლესობა არ შეიცავს რისკებს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" იმის საილუსტრაციოდ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი საქმიანობა გადასინჯვას საჭიროებს, ესტონეთისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ გამოძიებული საქმეები ერთმანეთს შეადარა.
"2020 წლის 3 ნოემბერს ტარტუს საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ტარტუს მერის ყოფილი მოადგილე განსაკუთრებით მასშტაბური პროცედურული დარღვევებისათვის.
2020-2021 წელის განმავლობაში (თებერვლის ჩათვლით) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 75 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის:
- თაღლითობის 9 ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლი)
- მითვისება ან გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი) – 2 სისხლის სამართლის საქმე
- ქონებრივი დაზიანება მოტყუებით (სსკ-ის 185-ე მუხლი) - 1 სისხლის სამართლის საქმე"
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის მიერ (OECD-ACN) მიცემული რეკომენდაცია, სუს-იდან ანტი-კორუფციული სააგენტოს გამოყოფის შესახებ.