ბოლო პერიოდში ე.წ. ინდური შტამის კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 7 შემთხვევა დადასტურდა. როგორც გაბუნიამ თქვა, დელტა შტამი ქვეყანაში ცირკულირებს და მისი შესაძლო გავრცელება დაახლოებით 10-20%-მდეა.

თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ დელტა შტამის გავრცელება შესაძლოა, კავშირში იყოს ვირუსის სწრაფ გავრცელებასა და დაავადების მძიმე მიმდინარეობასთან.

"დელტა ვარიანტი ე.წ ინდური ვარიანტის გავრცელების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ადრეც გააკეთა ინფორმაცია და კიდევ დამატებით 7 შემთხვევაა დადასტურდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის და ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელებაც და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, სავარაუდოდ, შესაძლოა კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან",- თქვა თამარ გაბუნიამ.

დღეს, 29 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი