
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ აჩერებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ლევან კოკორაშვილსა და გენადი მაკარიძეს გაესაუბრებიან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ნიკოლოზ მარსაგიშვილის თქმით, უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მზია თოდუას საპენსიო ასაკის გამო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ჩქარობს, ისინი მმართველ გუნდს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, დღეს შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რეფორმების გატარებამდე, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეაჩეროს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარტიაში ამტკიცებენ, რომ ყველაფერი 19 აპრილის შეთანხმებისა და კანონის შესაბამისად შესრულდა.