სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვი არ შემაქვს - უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატი, ლევან კოკორაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. მისი აზრით, სასამართლოს თავისუფლებასა და ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობაში მას ეჭვი არ ეპარება.

როგორც კოკორაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია "აქტიურ რეჟიმში" მიმდინარეობს.

"სასამართლო დამოუკიდებელი, ეს ჩემი ობიექტური შეფასებაა. მე სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვი არ შემაქვს, ყველა მოსამართლე დამოუკიდებელია. დისკრედიტაცია მიმდინარეობს, უფრო მეტად არა ხელისუფლებაზე, არამედ სასამართლო ხელისუფლებაზე. ვის რა აქვს მიზანი ეს თვითონ იცის, აგრამ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს",- თქვა ლევან კოკორაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გრძელდება. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად მმართველმა გუნდმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეაჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი