"ქურდები ესენი არიან, კაცო, ჩემი შვილი კი არ არის მკვლელი და ქურდი" | "სემსოტას" პოლიციაში კითხავენ

გამოქვეყნდა:

"ქურდები ესენი არიან, კაცო, ჩემი შვილი კი არ არის მკვლელი და ქურდი" - ამის შესახებ "სემსოტას", იგივე
შალვა გულიაშვილის მამა მთავარ არხთან საუბრობს.

ამბობს, რომ მის შვილს ნარკოტოკი ჩაუდეს - "ეჭვმიტანილი რომ ყოფილიყო, ფოსტის წინ დაიწყებდა სიარულს?" 

კრიმინალური ავტორიტეტი და ძებნილი "სემსოტა" იგივე შალვა გულიაშვილი პოლიციამ დღეს დააკავა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული შ.გ. გორში დააკავეს.
მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ,სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი