ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 182 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 167 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,9 მილიონზე მეტი.