სამმართველოში ყავა დაალევინეს, 100% ვიცი, ნარკოტიკი ჰქონდათ ჩაყრილი - "სემსოტას" მამა

გამოქვეყნდა:

გორში დაკავებული "კრიმინალური ავტორიტეტის", შალვა გულიაშვილის, იგივე "სემსოტას" ოჯახი ამბობს, რომ დაკავების დროს მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

გულიაშვილის მამა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც დაკავებული სამმართველოში გადაიყვანეს, ყავა დაალევინეს. თემურ გულიაშვილი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველებმა სწორედ ყავაში ჩაყარეს ნარკოტიკი.

დაკავებულის მამა ვარაუდობს, რომ პოლიცია ახლა მისი ოჯახის დევნას დაიწყებს.

"სამმართველოში გაუმასპინძლდნენ ყავით, ყავა დაალევინეს და შეიძლება კი არა 100%-იანი ვიცი, რომ შიგ ნარკოტიკი ჰქონდათ ჩაყრილი და ჩემმა შვილმა უარი თქვა ექსპერტიზაზე.

ნარკოტიკი უნდა ჩაედოთ, თუ მანქანით იქნებოდა იარაღს ჩაუდებდნენ, თუ ფეხით იქნებოდა ნარკოტიკს ჩაუდებდნენ. ჩემზე გახსნილი იქნება ზეწოლა, დევნა იქნება და კატეგორიულად ვაფრთხილებ არ გაბედონ არც ჩემთან მოახლოება, არც ჩემ შვილებზე, არც ჩემ უახლოეს ნათესავებზე. ავაფეთქებ, ბოლომდე ვიბრძოლებ და ჩემი შილის სიმართლეს დავამტკიცებ,-  თქვა ბრალდებულის მამამ.

შალვა გულიაშვილის ადვოკატი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ დაკავებული ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო. მისივე თქმით, გულიაშვილი არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

"სემსოტა" გორში გუშინ, 29 ივნისს დააკავეს, პოლიცია მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდა. გულიაშვილს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი