
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე საქალაქო სასამართლოში ბრლადების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაკითხეს - საუბარია რუსთავი2-ის 10%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატზე.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გიორგი ყავლაშვილის დაკითხვას რაიმე არსებული გარემოებები საქმეში არ შეუცვლია, რამაც კიდევ ერთელ აჩვენა, რომ "მთავარი არხის" დირექტორის წინააღმდეგ აღძრული საქმე რეალურად პოლიტიკური დაკვეთაა. პროკურატურა ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვას ედავება, რა დროსაც ის კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.