საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 367 058
  • გამოჯანმრთელებულია - 352 624
  • გარდაცვლილია - 5 327
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 30 579, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 598 PCR ტესტით - 14 981
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,2%, ბოლო 14 დღის - 2,66%, ბოლო 7 დღის - 2,86%
  • კარანტინის რეჟიმში - 105
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 729
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 605

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 182 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 167 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,9 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი