
საქართველოში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695–მდე გაიზარდა. გუშინ საღამოს შემდეგ ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.gov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 425–ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 12 პაციენტია გარდაცვლილი.