ჩვენზე გოჩა აფრასიძის დედამაც იძალადა, რომელიც არ დაუკავებიათ - TV პირველის ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

"ტვ პირველის" ჟურნალისტი, რომელსაც თავს წინწყაროს გამგებლის ბიძა დაესხა, ამბობს, რომ სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ გამგებლის დედა, რომელმაც ჟურნალისტებზე ასევე იძალადა.

ნინი ელიკაშვილის თქმით, მან "ტვ პირველის" მიკროფონის დაზიანება სცადა და ჟურნალისტსა და ოპერატორს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

"გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე პირდაპირ თავს გვესხმოდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა, იწევდა ჩემი ოპერატორისკენ, რამდენჯერმე ხელი ჰკრა, დააზიანა ტვ პირველის კუთვნილი ინვენტარი და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. მან ეს არაერთხელ სცადა იმ მომენტში, როდესაც ჩვენ აქციის გასაშუქებლად ვიყავით ჩასული. სურვილი მაქვს, და ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეს საგამოძიებო უწყება მიიყვანს ბოლომდე.

არ დაუკავებიათ მისი დედა, რომელმაც ასევე ჩვენზე იძალადა და სცადა ტვ პირველის მიკროფონის დაზიანება, ის ხელიდან წაგვართვა და ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრებოდა",- თქვა ნინი ელიკაშვილმა.

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის სამართალდამცველებმა წინწყაროს გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დააკავეს

გუშინ, 30 ივნისს წალკაში აქციის გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტსა და ოპერატორს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძა, გოჩა აფრასიძე ფიზიკურად გაუსწორდა. 

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და "ტვ პირველის" ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი, შეურაცხყოფა მიაყენა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი