
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. საბჭოში დღეს დიმიტრი გვრიტიშვილთან გასაუბრება იგეგმება.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გვრიტიშვილს სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა აქვს, მათი შეფასებით, დიმიტრი გვრიტიშვილი სწორედ ის კანდიდატი იქნება, ვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს წარუდგენს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ საბჭო არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, როცა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არასრული შემადგენლობით აგრძელებს და პარლამენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრებს არ ელოდება.