კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან რვა ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია გამორიცხავს, რომ ახალი შემთხვევების ზრდა შეზღუდვების მოხსნას უკავშირდებოდეს.
ეზუგბაიას განმარტებით, ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, რომელთა წყაროც ცნობილია.
ეს არის ბოლნისის რაიონში არსებული კონტაქტები, წყაროს შიგნით ხდება ეს. ამიტომ შეუძლებელია თქმა, რომ შეზღუდვების მოხსნის გამო არის ეს ზრდა. ძირითადად ორ სოფელში ხდება ახალი პაციენტების მოძიება და მათი დიაგნოსტირება. მათი დაკარგვა უფრო საშიში იქნებოდა. რთულია მათთან, მოსახლეობასთან კონტაქტი და მოძიება, თუმცა მაინც ხდება და კარგია. ეს არ არის მრავალმოსახლე სოფლები და ამ სოფლების თავიდან ბოლომდე გამოკლევა რთული არაა. უბრალოდ დრო სჭირდება. მთავარია, რომ ბოლნისის გარეთ არ გადის,- განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებს, COVID 19-ის დიაგნოზით 46 მოქალაქე მკურნალობს. რესპუბლიკურში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქართველოში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-მდე გაიზარდა.