დადგენილია პირის ვინაობა, ვინც მდინარეში პოლიეთილენის ბოთლები ჩაყარა - ზედამხედველობა

გამოქვეყნდა:

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე, სადაც მოქალაქე მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლებს მდინარეში ყრის, საქმისწარმოება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, დადგენილია, რომ სამართალდარღვევა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა. ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა.

"დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს",- წერია ზედამხედველობის სამსახურის განცხადებაში. 

საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი