
მოვუწოდებთ, მათ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, არ გასცდნენ სიტყვისა და გამოხატვის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში - აცხადებს თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე, რომელიც თბილისი პრაიდთან დაკავშირებით, რომლის პირველი ღონისძიების ჩაშლაც რადიკალურმა დაჯგუფებამ სცადა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, როლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე, მეორე მხარეს და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მათ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, არ გასცდნენ სიტყვისა და გამოხატვის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში. ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი.",- თქვა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 1 ივლისი თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი დღეა. პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო, ულტრარადიკალური დაჯგუფების წევრები, პრაიდის მონაწილეების წინააღმდეგ, კონტრაქციაზე შეიკრიბნენ და ღონისძიების ჩაშლა სცადეს