ძალადობრივი დაჯგუფების მობილიზება - პოლიციამ 3 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

თბილისი პრაიდის აქციაზე 3 პირი დააკავეს - ვითარება ადგილზე რამდენიმე წუთის წინ უკიდურესად დაიძაბა. 

რადიკალებმა გზის გადაკეტვა სცადეს იმ ტერიტორიაზე, სადაც "ლგბტქ" პრაიდის დახურული ღონისძიება ტარდებოდა, რისი შესაძლებლობაც პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების დროს ჰომოფობიურად განწყობილი პირები პოლიციელებსაც დაესხნენ თავს. 

ღონისძიების ტერიტორიაზე საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რათა პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები კონტრაქციის მონაწილეებისგან დაიცვან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი