
ვინც არ უნდა იყოს, მე ვიქნები თუ სხვა თუ არის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის ავტომატურად მოიაზრება, როგორც გავლენიანი ადამიანი - ამბობს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელსაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე უსმენენ.
"გავლენიანი ჩემ თავს ვუწოდე იმის გამო, რომ მე ვიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, აბსოლუტურად ლეგიტიმური გავლენა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო ხელისუფლებაზე, რადგან ის არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.
ვინც არ უნდა იყოს, მე ვიქნები თუ სხვა თუ არის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის ავტომატურად მოიაზრება, როგორც გავლენიანი ადამიანი, რადგან ის იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სასამართლო ხელისუფლებისთვის",- ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.
17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა.