ზუგდიდში COVID 19-ის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა კლასტერი ცნობილია, ის სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება.
ვირუსი მძღოლის ორ მცირეწლოვან შვილს და დედას შეხვდა. ისინი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფიცირებულ მძღოლთან კონტაქტში მყოფი 21 ადამიანი საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები, მათ შორის 15 არასრულწლოვანია.
ამ დრომდე მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა. ტრაილერის მძღოლს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, 17 აპრილს საზღვრის კვეთიდან ის თვითიზოლაციას სახლში გადიოდა.
14-დღიანი თვითიზოლაციიდან შიდა გადაზიდვებში მუშაობა ისე განაახლა, რომ მძღოლს ვირუსზე კვლევა სწრაფი ტესტითაც არ ჩატარებია. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ მას ცხელება დაეწყო. ოთხი დღე სახლის პირობებში მკურნალობადა და ქუჩაში გადადგილდებოდა.
ამ პერიოდში ინფიცირებული მძღოლი ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში იმყოფებოდა.