საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 პირი.

საუბარია „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლებზე, როლებიც დღეს ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ და თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებსაც.

ისინი 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი