მკვლელობა საგარეჯოში - სასამართლომ 39 წლის ქალს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 39 წლის ქალი დამნაშავედ სცნეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ ხაიალა ხუბანოვას 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსჯავრდებულის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ხუბანოვა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და მოძალადისაგან თავს იცავდა. დარეჯან გილაშვილის თქმით, დასაბუთებული განაჩენი მხარეს ჯერ არ ჩაბარებია. თუმცა, უფლებადამცველი საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მკვლელობა გასული წლის ოქტომბრის თვეში მოხდა. ხაიალა ხუბანოვამ, სანადირო თოფიდან გასროლით ნათესავი კაცი ერთ- ერთ ფერმაში მოკლა. ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქციაც გამართეს. საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი