
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობრივ აქციაზე "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა.
"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი დღე და დახურული ღონისძიება დასრულდა.
სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე დატოვეს. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.