ნიდერლანდებში საქართველოდან შეუშვებენ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინირებულის ცნობას - საელჩო

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეეძლება საქართველოდან მიმავალ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას - სპეციალურ ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

დიპლომატიური უწყების ცნობით, 1 ივლისიდან ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში (ტურისტული მიზნით) შესვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემულ სერტიფიკატსაც/ცნობასაც.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი მიემგზავრება ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნიდან, ის ასეთი ცნობის შემთხვევაშიც არ დაიშვება ქვეყანაში. საქართველო კი ამჟამად, მაღალი რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანათა სიაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი