საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 368 022
  • გამოჯანმრთელებულია - 353 231 
  • გარდაცვლილია -  5 335
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 28 190, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 696 PCR ტესტით - 14 494
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,42%  ბოლო 14 დღის -  2,74%, ბოლო 7 დღის - 3,09%
  • კარანტინის რეჟიმში - 118
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 771
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 620

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 183 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 167 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,9 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი