რუსთავი 2-ის საქმე - სასამართლო გადაიდო

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის მოსმენა გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლემ ტელევიზიის დირექტორის, პაატა სალიას შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

სალიამ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" დასკვნის გასაცნობად გონივრული ვადა მოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნის დართვა საქმეზე მეგობრის სტატუსით მოსარჩელე მხარემ დღეს მოითხოვა. 

საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს, რომლის დაბრუნებასაც დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი