11 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული ბესიკ ივანაშვილისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ახალგაზრდა ბიზნესმენი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მეზობელია და მის ოჯახთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.
ჭორვილელ ბიზნესმენს ადვოკატი ავთანდილ ბუცხრიკიძე იცავს. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვარაუდობს, რომ საქმე მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება, ცილისწამების მიზნით, კი მას გარყვნილი ქმედების ჩადენა გაუვრცელეს.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო ორგანომ 29 წლის ბესიკ ივანაშვილი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ივანაშვილს 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.